ქალები და კაცები

ქალი გაუპატიურებასა და ნებაყოფლობით სექსს შორის განსხვავებას Twitter-ის პოსტებით ხსნის

http://www.rebelcircus.com

Twitter-ის მომხმარებელმა ქალმა ნაფისა აჰმედმა გადაწყვიტა, კაცებისთვის გაუპატიურებასა და ნებაყოფლობით სექსს შორის განსხვავება Twitter-ის პოსტებით აეხსნა.

"არ მესმის, რატომ არის ზოგიერთი კაცისთვის რთული გასაგები თუ რას ნიშნავს გაუპატიურება, მაგრამ თუ შემდეგნაირად დავალაგებთ, ალბათ, გაიგებენ.“ - აღნიშნა აჰმედმა Twitter-ზე და საზოგადოებას თავისი პოსტების სერიის გამოქვეყნების მიზეზი და მიზანი გააცნო. 

1. “თუ შენ $5-ს მთხოვ და მე ზედმეტად ნასვამი ვარ იმისთვის, რომ ან დადებითი ან უარყოფითი პასუხი გაგცე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა ადგე და ეს 5$ ჩემი საფულიდან ამოიღო... მხოლოდ იმიტომ, რომ უარი არ მითქვამს.“


ფოტო: www.boredpanda.com

2. "თუ თავზე იარაღს დამადებ და $5-ს მომთხოვ, მიუხედავად იმისა, რომ მე შეიძლება ჩემივე ხელით მოგაწოდო ეს თანხა, შენ მაინც მქურდავ.“


ფოტო: www.boredpanda.com

3. "თუ მე შენ $5-ს მოგცემ, ეს შენს მეგობარს უფლებას არ აძლევს, რომ ჩემი საფულიდან 5$ ამოიღოს და მკითხოს - "იმას თუ მიეცი, მე რატომ არ მაძლევ?“

ფოტო: www.boredpanda.com

4. "თუ შენ $5-ს მომპარავ და მე სასამართლოში ამას ვერ დაგიმტკიცებ, ეს არ ნიშნავს, რომ შენ არაფერი მოგიპარავს.“


ფოტო: www.boredpanda.com

5. "ის, რომ მე შენ ოდესღაც $5 მოგეცი, არ ნიშნავს იმას, რომ მომავალშიც უნდა მოგცე.“

ფოტო: www.boredpanda.com

ნაფისა აჰმედმა Twitter-ის 5 პოსტით სცადა აეხსნა, რა განსხვავებაა გაუპატიურებასა და ნებაყოფლობით სექსს შორის. შედარებისთვის კი, საფულესა და ფულთან დაკავშირებული ცხოვრებისეული მაგალითები მოიყვანა.

კომენტარები