კოლეგებს ოპოზიციიდან მინდა შეგახსენოთ, რომ სახელმწიფო იცავს მოსახლეობას ტერორიზმისგან, მიუხედავად იმისა, თუ რა სახელი და გვარი აქვთ ტერორისტებს. ამიტომ აპელირება იმაზე თუ რომელ ტერორისტს რა სახელი და გვარი ან პასპორტი ქონდა ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. ჩემთვის ცოტა გასაკვირია, როდესაც თქვენ გაცხადებულ მიზნად გაქვთ დასავლური ტიპის სახელმწიფოს შენება, რომლის მაგალითებიც და საყრდენი ცენტრებიც არის ისეთი ქალაქები, როგორიცაა ლონდონი, ბრიუსელი, პარიზი, სადაც სამწუხაროდ ტერაქტებს ქონდათ ადგილი, ჩვენ ვნახეთ პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის სოლიდარობა და კონსოლიდაცია ამ ტერორისტული აქტების შემდეგ, რასაც სამწუხაროდ აქ ვერ ვხედავთ! მიმდინარე პერიოდში ოპოზიციის ნაწილი ძალიან კორექტულ განცხადებებს აკეთებდა, თუმცა მეორე ნაწილი, გამოირჩევა კრიტიკით და თავდასხმებით ჩვენი სპეცსამსახურების მიმართ, რაც მიუღებელია და ელემენტარული უმადურობაა იმ ადამიანების მისამართით.
tbl.ge/2ndf
დაკოპირდა
საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთი ლიდერი არჩილ თალაკავაძე ისანში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე და სპეცოპერაციის დროს ახმედ ჩატაევის შესაძლო ლიკვიდირებაზე
ამავე თემაზე
- თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ კაფე-ბარში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
- გავრცელებული ინფორმაციით, თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს
- რუსთავი 2-ის ცნობით თბილისში სპეცოპერაციის შედეგად 5 უკრაინის მოქალაქე დააკავეს
- სუს: სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს ბინა გადავეცით
- სუს-ი: ჩატაევმა თავი აიფეთქა, ორი პირი კი ლიკვიდირებულია სპეცრაზმის მიერ