წყალტუბოს რაიონში 17 წლის მოზარდი მოკლეს. შსს-ს ცნობით განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1999 წელს დაბადებული ი.ტ.
შემთხვევა 2დეკემბერს, სოოფელ ოფშკვითში მოხდა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ბრალდებული სამართალდამცველებმა თბილისში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, ბრალდება 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.