საინტერესოა საზოგადოებისთვის, ვინ იქნება [ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი]? არ არის საინტერესო, იმიტომ რომ ქართულ ოცნებაში არ მომხდარა ლიდერების გენერაცია. იქ, ფაქტობრივად, არის ერთი რუხი მასა, არ არიან იქ ისეთი ლიდერები, რომლებიც თავიანთ პიროვნულ კომპონენტს შეიტანენ ამ პროცესში. შესაბამისად, ვინც არ უნდა იყოს მათი კანდიდატი, აიღებს იმდენ ხმას, რამდენსაც იჩალიჩებს ქართული ოცნება. ამიტომ რა მნიშვნელობა აქვს, ენძელა მაჭავარიანი იქნება კანდიდატი თუ მიხეილ ჯანელიძე, ზუსტად ერთი და იმავე რაოდენობის ხმებს აიღებენ. თვითონ ქართული ოცნება მაქსიმალურად აკნინებს პრეზიდენტის ინსტიტუტს, საპენსიო თანამდებობად წარმოადგენს, ასუსტებს და შეიძლება ითქვას, შეურაცხყოფას აყენებს. დაზიანებულია ინსტიტუტი და შესაბამისად, [კანდიდატს] რა მნიშვნელობა აქვს. მე ვურჩევდი, ენძელა მაჭავარიანი წამოაყენოონ, არ იქნებოდა ცუდი, გავერთობით მაინც.
tbl.ge/2ql7
დაკოპირდა
გია ხუხაშვილი საუბრობს ქართული ოცნების სავარაუდო კანდიდატის შესახებ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ამავე თემაზე
- ელისაშვილი შავგულიძეზე: ჩვენ არ გვყავს ყმები, რომ ვუთხრათ, ჰაიტ, ამას მიეცით ხმა
- კახაძე: იმედია, მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით
- სტოლტენბერგი არჩევნებზე: ძალიან გვსურს, გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები
- პრეზიდენტი: II ტურის წინ ენმ-ის წინააღმდეგ კამპანიას არც ვეთანხმებოდი, არც ვეწინააღმდეგებოდი
- მალმსტრომი: პასუხი უნდა გაეცეს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს