ქართული ოცნების წევრ ნინო წილოსანს მშობელმა 100,000 ლარი აჩუქა. ამის შესახებ დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციიდან გახდა ცნობილი.
წილოსანი ლაჩხუთ-ჩოხატაურის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი და ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის წევრია.
წილოსანის ოჯახის წევრებს (მამას და მეუღლეს) სახელმწიფო დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლაგვას ედავება.