კრიმინალი

გორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

გუშინ, გვიან ღამით, გორში მამაკაცი დაჭრეს.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა გამვლელებმა შენიშნეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

მამაკაცს ორი ჭრილობა სავარაუდოდ დანით აქვს მიყენებული. მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები