Oklahoma City Thunder-ის კალათბურთელი, რასელ ვესტბრუკი თვლის, რომ ზაზა ფაჩულია "ბინძური" მოთამაშეა.
საქმე გუშინ NBA-ის მატჩზე მომხდარ შემთხვევას ეხება, როდესაც ფაჩულიას გუნდმა, "გოლდენ სთეით ვარიორსმა" "ოკლაჰომა სითი სანდერი" მიიღო და 112:80 დაამარცხა. მატჩზე სანდერის მოთამაშე რასელ ვესტბრუკი ფარქვეშ ბურთზე ნიკ იანგთან ბრძოლისას წაიქცა. მასთან ერთად წაიქცა თავად იანგიც, რამდენიმე წამის შემდეგ კი - ზაზა ფაჩულიაც, რომელიც ვესტბრუკის ფეხებზე დაეცა.
რასელ ვესტბრუკის აზრით, ეს შემთხვევით არ მომხდარა.
"აშკარაა, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა. მას არავინ შეხებია, ის ჩემს ფეხებზე დაეცა, ცდილობდა, ჩემთვის ტკივილი მოეყენებინა", - თქვა კალათბურთელმა მატჩის დასრულების შემდეგ.