ევროკავშირმა რუსეთისათვის ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში ამბოხებულების მხარდაჭერის გამო დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა.
სანქციები მოიცავს 150 ადამიანისა და 38 კომპანიისათვის მოგზაურობაზე შეზღუდვებს და ანგარიშების გაყინვას. ისინი ძალაში 15 სექტემბრამდე დარჩება.
შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით პუტინი წინასაარჩევნო კამპანიას სოწრედ ოკუპირებულ ყირიმში მრავალათასიანი აქციით დაასრულებს, რომელიც ე.წ. რეფერენდუმის წლისთავს დაემთხვევა.