თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯაკომო პუჩინის ოპერის "ტურანდოტის" პრემიერა შედგა. თბილისში "ტურანდოტის" სულ ექვსი საპრემიერო ჩვენება გაიმართება, რომლებშიც, ოპერის სოლისტებთან ერთად, მოწვეული ქართველი და უცხოელი მომღერლები და დირიჟორები მიიღებენ მონაწილეობას. "ტურანდოტი" საქართველოში ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არ დადგმულა.
ოპერა ჩინეთის იმპერატორის ასულის, ტურანდოტის სიყვარულის ისტორიაზეა. ის პირველად 1926 წელს ლა სკალას თეატრში დადგეს.