ქართული ოცნება

კობახიძე: ბატონი ბიძინას შემდეგ, ქვეყანა აგრძელებს წინსვლას ყველა მიმართულებით

მაშინ, როდესაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განაცხადი პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე, ბევრს არ სჯეროდა, რომ შესაძლებელი გახდებოდა მაშინდელი რეჟიმის შეცვლა და დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება, თუმცა ბატონო ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და თითოეული თქვენგანის თანადგომით, ეს მიზანი მიღწეულია და ეს ყველაფერი გახდა შესაძლებელი და ახლა თქვენი დამსახურებით, ქვეყანა აგრძელებს წინსვლას ყველა მიმართულებით. ჩვენ ვახერხებთ იმ მთავარი მიღწევის შენარჩუნებას, რომელიც გვაქვს 2012 წლიდან, ეს არის, რა თქმა უნდა, დემოკრატია, ეს არის თავისუფლება, ეს არის ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა და ჩვენ არა მარტო ვინარჩუნებთ მიღწეულ შედეგს, არამედ ვმუშაობთ იმაზე, რომ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ეს შედეგი

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

კომენტარები