2018 წლის 3 ივლისიდან ავიაკომპანია WIZZAIR ქუთაისი-ბუქარესტის რეისს ამატებს. რეისი კვირაში სამჯერ განხორციელდება.
"ქუთაისი, რომელიც ცნობილია თავისი ულამაზესი ლანდშაფტით არის ცნობილი, ჩვენს მიმართულებებს შორის ნამდვილი საგანძურია", - წერს ავიაკომპანია ფეისბუქ-გვერდზე.
Wizzair-ი ქუთაისიდან უკვე დაფრინავს რომის, პარიზის, ბარსელონას, პრაღის, ვარშავის, კატოვიცეს, ბერლინის, დორტმუნდის, მენინგემის, კაუნას, ვილნიუსის, ლარნაკას, ბუდაპეშტის, თესალონიკის, მილანის და ლონდონის მიმართულებით.