ბიძინა ივანიშვილი

მდინარაძე ივანიშვილზე: საუბარია არა გადარჩენაზე, არამედ ახალ პოზიტიურ იმპულსზე

აქ არ არის გადარჩენაზე საუბარი, აქ არის ახალ პოზიტიურ იმპულსზე, რომელიც გააძლიერებს მმართველ პარტიას ბატონი ბიძინას ჩართულობით და ხელმძღვანელობით, ამ პარტიასთან მიმართებაში.

არჩევნებიდან არჩევნებამდე პარტია ქართული ოცნება ძლიერდებოდა, დინამიკა იყო ასეთი, მაგრამ კიდევ უფრო მეტი პოზიტივისთვის, კიდევ უფრო სწორი მენეჯმენტისთვის და ამისთვის, რომ ასეთი ავტორიტეტის მქონე ადამიანმა თავისი ავტორიტეტი, რესურსი გამოიყენოს მის მიერ დაფუძნებული პარტიის გაძლიერებისთვის, ამიტომ ის ადამიანი დაეთანხმა, რაც ძალიან სასიხარულოა, ჩვენს და პრემიერის შეთავაზებას, რომ მოსულიყო პარტიის ხელმძღვანელობაში. საუბარია აქ პარტიის ხელმძღვანელობაზე და ბატონი ბიძინას დაბრუნებაზე პარტიის ხელძღავენლად და ეს ცვლილებები არ შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას. ბატონი ბიძინა ბრუნდება პარტიის ხელმძღვანელად, რაც პოზიტიურად გამოადგება პარტიას და ქვეყანას

განაცხადა ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარეობიდან გადადგა, ქართული ოცნების თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება.

კომენტარები