იაპონია

ისრაელში ოფიციალურ ვიზიტზე სინძო აბეს დესერტი იმიტირებული ფეხსაცმლით მიართვეს

instagram.com

იაპონიის პრემიერმინისტრი სინძო აბე ოფიციალური ვიზიტით ისარელში იმყოფებოდა. ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ სინძო აბეს საპატივცემულოდ გამართულ ვახშამზე ორი ქვეყნის ლიდერს დესერტი იმიტირებული ფეხსაცმლით მიართვეს. უცნაურმა დესერტმა დიპლომატიური უხერხულობა შექმნა, რადგანაც იაპონურ კულტურაში ფეხსაცმელებს ადამიანები საერთოდ სახლის ზღურბლთან ტოვებენ.

დესერტი შეფ მზარეულმა სერგევ მოშემ მოამზადა. სწორედ მის instagram-ზე დევს მეტალისგან დამზადებულ ფეხსაცმლის სკულპტურაში ჩადებული შოკოლადის დესერტის ამსახველი ფოტოები. თავად ფეხსაცმლის სკულპტურა მოქანდაკე ტომ დიქსონს ეკუთვნის. 

ებრაულ გამოცემა Yediot Aharonot-თან იაპონელმა დიპლომატმა განაცხადა "იაპონურ კულტურაში ფეხსაცმელზე დაბლა არაფერი დგას. არ არსებობს არცერთი ქვეყანა მთელს მსოფლიოში, სადაც ფეხსაცმელებს მაგიდაზე ალაგებენ. რაზე ფიქრობდა ამ დროს ცნობილი შეფ-მზარეული? თუ ეს ხუმრობა იყო, ის სასაცილო საერთოდ არ იყო. ჩვენ ამით შეურაცხყოფა მოგვაყენეს."

A post shared by segevmoshe (@segevmoshe) on

 

კომენტარები