ჩვენი მხრიდან ანალოგიური ნაბიჯის [ლიტვისთვის მისი ავთენტური სახელის დარქმევის] გადადგმის საკითხი შეისწავლა საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სპეციალურმა კომისიამ, რომელშიც შედიან ისეთი ავტორიტეტული ენათმეცნიერები, როგორებიც არიან - მზექალა შანიძე, თამაზ გამყრელიძე, შუქია აფრიდონიძე და ა.შ. ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მხრიდან ასევე გადაიდგას საპასუხო ნაბიჯი და ამ ქვეყნის ავთენტური დასახელება - ლიეტუვა (Lietuva), გამოყენებული იყოს აქამდე გამოყენებულ ლიტვასთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორი ასეთი მნიშვნელოვანი შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგა, მით უმეტეს, როდესაც დღეს საქართველოში ჩამობრძანდება ლიტვის პრეზიდენტი
tbl.ge/2xvo
დაკოპირდა
ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოში ლიეტუვას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ჩამოვა.