გვატემალაში ვულკან ფუეგოს ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა. მათ შორის არიან ბავშვებიც. დაკარგულად ითვლება სულ მცირე 192 ადამიანი.
ვულკანი კვირას ამოიფრქვა და მიმდებარედ არსებული დასახლებული პუნქტები ლავამ და ვულკანურმა ფერფლმა დაფარა.
სამაშველო სამუშაოებს ვულკანის განმეორებით ამოფრქვევამ შეუშალა ხელი.
ვულკანი ფუეგო დედაქალაქიდან 40 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. კვამლის და ფერფლის გამო დაიხურა დედაქალაქის აეროპორტი.
პრეზიდენტმა ჯიმი მორალესმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.