ჩვენ გვეყოლება ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ძველმოდური იდეებით. ის პროგრამა, ეკონომიკური, რომელიც მან გაგვაცნო, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი და უკან დახევა იმ პრინციპებიდან რომელიც შეიქმნა საქართველოში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ და რომელმაც საქართველოს ეკონომიკა დააყენა ფეხზე. 6 წლის განმავლობაში ხდებოდა რევიზია ამ ეკონომიკური მოდელისა და ბოლო წერტილი, თავისი გამოსვლებით და იდეებით დაუსვა ახალმა პრემიერმინისტრმა და ახალი მთავრობა, ფაქტობრივად იქნება სოციალისტური იდეების მატარებელი, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ეკონომიკაში პრობლემებს
tbl.ge/2zi0
დაკოპირდა
ენმ-ს წევრი, რომან გოცირიძე, ახალ პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ახალი მთავრობა სოციალისტური იდეებით არის წარმოდგენილი.
ამავე თემაზე
- ბაქრაძე: ბახტაძის მიერ წარდგენილი გეგმა ვერ პასუხობს საზოგადოებრივ მოლოდინს
- დავითაშვილი: სამინისტროს გაყოფა, ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი
- პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა
- მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტში ხვალაც მოუსმენენ
- ჯეჯელავა: თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრი ვიქნები