ტრანსპორტი

ფინანსთა მინისტრი ტრაილერის მძღოლებს ხორბალზე შეზღუდვის 3 თვით გადაწევას სთავაზობს

ფინანსთა სამინისტრო

ტრაილერის მძღოლებმა, რომლებიც ხორბლის ავტომობილებით ტრანსპორტირების აკრძალვას აპროტესტებდნენ შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან ივანე მაჭავარიანთან გამართეს. ფინანსთა მინისტრმა მათ უთხრა რომ მთავრობა მზადაა აკრძალვა სამი თვით, 2019 წლამდე გადაავადოს. 

ტრაილერის მძღოლები აკრძალვის გადავადებას ჯერ არ თანხმდებიან, ისინი საბოლოო პასუხზე უახლოეს მომავალში შეჯერდებიან.

პარალელურად, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საპროტესტო აქცია გრძელდება. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი საკუთარი ტრაილერებით რუსთაველის გამზირის გადაკეტვას აანონსებენ.ხორბლის ტრანსპორტირების აკრძალვა ათასობით მძღოლისთვის შემოსავლის გარეშე დარჩენას ნიშნავს. 

ივანე მაჭავარიანის მიერ გამოცემული ბრძანება საქართველოში ხორბლის იმპორტ-ექსპორტის ექსპორტის ექსკლუზიურ უფლებას მხოლოდ რკინიგზას და პორტებს აძლევს.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 24 აგვისტოს თქვა, რომ აკრძალვის მიზეზი საბაჟოებზე წარმოქმნილი რიგები გახდა, რომ ტრაილერების რიგები ტურისტებს უშლიდნენ ხელს. ამიტომ მისი თქმით, სახელმწიფომ ხორბლის უფრო "ცივილიზებული" გზით ტრანსპორტირების გადაწყვეტილება მიიღო.

აკრძალვის შედეგად საქართველოს მთავრობამ ახალი მონოპოლია შექმნა და კომპანიებს ხორბლის ტრანსპორტირების ბაზარი ხელოვნურად ჩაუკეტა. მეტიც, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, მოგებული დარჩება საქართველოს რკინიგზა, რომელიც უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა. 

კომენტარები