იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ ორი ყველგანმავალი ასტეროიდის ზედაპირზე წარმატებულად დასვა. კოსმოსურ ხომალდ Hayabusa-2-დან გაგზავნილი ყველგანმავლები ერთი კილომეტრის სიგანის ასტეროიდს, Ryugu-ს გამოიკვლევენ. იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ ყველგანმავლების მიერ გადაღებული ფოტოები Twitter-ზე გამოაქვეყნა.