უბედური შემთხვევა

თბილისში, ფეიქრების ქუჩასთან, 26 წლის ქალს მატარებელი დაეჯახა

Getty Images

თბილისში, ფეიქრების ქუჩასთან 26 წლის გოგოს მატარებელი დაეჯახა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები