ინსტაგრამი

ინსტაგრამი გლობალურად გაითიშა

ინსტაგრამი დაახლოებით 30 წუთია გლობალურად გაითიშა. მის მილიონობით მომხმარებელს ქსელის განახლება ან ფოტოების გამოქვეყნება არ შეუძლიათ.

ადამიანები ტვიტერზე წერენ, რომ ინსტაგრამზე შესვლა შეუძლებელია როგორც ლონდონში, ასევე სან ფრანცისკოსა თუ სინგაპურში. 

მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

ინსტაგრამი ფეისბუქის საკუთრებაა, ფეისბუქიდან კი გასულ კვირას, ჰაკერული თავდასხმის შედეგად, 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის ინფორმაცია გაიტანეს. 

კომენტარები