ავსტრალიაში აშშ-ის საელჩომ სხვადასხვა ადამიანებს შემთხვევით მეილები გაუგზავნა, რომელსაც პიჟამიანი კატის სურათი ჰქონდა დართული.
საელჩოს მიერ გაგზავნილ მეილებს სათაურად "შეხვედრა" ერქვა და ის რამდენიმე ადამიანს მიუვიდა.
აშშ-ის საელჩომ ამ ფაქტის გამო მოიბოდიშა და თქვა, რომ შეცდომა ვარჯიშის დროს მოხდა.
"ბოდიშს ვუხდით იმედგაცურებისთვის იმ ადამიანებს, ვისაც კატის პიჟამა-წვეულებაზე უნდოდა დასწრება, მაგრამ მსგავსი ღონისძიებები ჩვენი გამოცდილების მიღმაა. ეს იყო ვარჯიშის დროს დაშვებული შეცდომა, ჩვენი თანამშრომელი მეილების გაგზავნის ახალ მეთოდს უკეთებდა ტესტირებას", - თქვა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა.
მიუხედავად მობოდიშებისა, აშშ-ის საელჩომ ახალ ზელანდიაში შეცდომას ხუმრობით ტვიტერზე უპასუხა.
"ჩვენ, ახალ ზელანდიაში, ვიცინით" - წერლს ახალ ზელანდიაში აშშ-ის საელჩოს ოფიციალური გვერდი.