ამერიკული მეტალ ბენდის Manowar-ის გიტარისტი კარლ ლოგანი დააკავეს. მას ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეობის შენახვა ედება ბრალად.
53 წლის მუსიკოსი 9 აგვისტოს ჩრდილოეთ კაროლინაში დააკავეს. სასამართლომ ლოგანი 35 000 დოლარის სანაცვლოდ გირაოთი გაათავისუფლა.
გიტარისტის დაკავებას ჯგუფი Twitter-ზე გამოეხმაურა.
"იქიდან გამომდინარე, რომ კარლი და მისი ადვოკატები საქმის მოგვარებას ცდილობენ. ის ჩვენთან ერთად ვერ დაუკრავს. მაგრამ,ლოგანის არყოფნა ჯგუფს არ დაეტყობა. ტურნე გაგრძელდება და ალბომიც გამოვა",- წერია სოციალურ ქსელში.
კარლ ლოგანი Manowar-ში 1994 წლიდან უკრავს. მან გიტარისტი დევიდ შენკლი შეცვალა.