ნაცმოძრაობას სჭირდება, ასე ვთქვათ, "გარეცხვა" იმით, რომ ვინც მისი ოპოზიციის წინა ხაზზე იყვნენ, მათ უნდა დაუჭირონ მხარი. ამიტომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიმე ასეთი პარტია მათ გვერდში დაუდგეს და ამიტომ არის, რომ სააკაშვილი დღეს რესპუბლიკელებს პირდაპირი მნიშვნელობით 24-საათიან რეჟიმში ეფერება. მე ამ პარტიიდან წასვლის დღიდან ვთქვი, რომ მათზე არ გავაკეთებდი კომენტარს, მიუხედავად იმისა, რაც უნდა თქვან, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი ცუდი რამ თქვეს ჩვენზე, მაგრამ მე პატივს ვცემ იმ 12 წელს, რომელიც მათთან ერთად გავატარე და ნამდვილად არ ვაპირებ მათთან სპარინგის რეჟიმში ჩართვას. მე არ მომწონს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ არ მიკვირს. პრინციპში, მათი ამ ნაბიჯით შეგიძლიათ მიხვდეთ, რატომ დავტოვე რესპუბლიკური პარტია
tbl.ge/38eo
დაკოპირდა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი კვირის პალიტრასთან ინტერვიუში რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებას აფასებს. რესპუბლიკელები არჩევნების მეორე ტურში მხარს "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს უჭერენ.
ამავე თემაზე
- ელისაშვილი შავგულიძეზე: ჩვენ არ გვყავს ყმები, რომ ვუთხრათ, ჰაიტ, ამას მიეცით ხმა
- კახაძე: იმედია, მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით
- სტოლტენბერგი არჩევნებზე: ძალიან გვსურს, გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები
- პრეზიდენტი: II ტურის წინ ენმ-ის წინააღმდეგ კამპანიას არც ვეთანხმებოდი, არც ვეწინააღმდეგებოდი
- მალმსტრომი: პასუხი უნდა გაეცეს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს