არჩევნები 2018

მარნეულის 59-ე უბანზე ვაშაძის მხარდამჭერები და პოლიცია ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

რუსთავი 2

მარნეულის 59-ე უბანზე ვაშაძის მხარდამჭერები და პოლიცია ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

მარნეულის სოფელ იმირში, 59-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. 

ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელის მოადგილის, გივი ქველაძის თქმით, სამართალდამცავებმა ოქმი გაიტაცეს, მათ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"დამირეკეს კომისიის წევრებმა, ოქმს არ გვაძლევენო. პოლიციამ გაიტაცა ოქმი... დავწექით მიწაზე და გადაგვიარეს, რა ძალი და ღონეც ჰქონდათ, გვცემეს. იარაღებს გვირტყამდა მუცელში ქართული პოლიცია. მარტო მე კი არა ყველას, 100 და 200 კაცი გვცემდა, გზაზე დავწექით და მაინც გვცემეს. ოქმი პოლიციამ წაიღო, რომ გადააკეთოს მოგებული უბანი“, - თქვა გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ამ უბანზე გრიგოლ ვაშაძემ 6 ხმით მოიგო და ოქმი ამიტომ გაიტაცეს. 

მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძეც. მისი თქმით, არჩევნები, პრაქტიკულად, დასრულებულია და პროვოკაციებს აზრი არ აქვს. 

"არჩევნები, პრაქტიკულად, დასრულებულია. მისი შედეგები არის ცნობილი და ამ არჩევნებში გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა. მე მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს, ქართულ ოცნებას, სალომე ზურაბიშვილს ეს შედეგები და აქედან გამომდინარე, პროვოკაციებს, კონკრეტულ ინსიმულაციებს არანაირი აზრი არ აქვს. ეს მხოლოდ და მხოლოდ იწვევს გარკვეულ პრობლემებს ადგილზე. მოვუფრთხილდეთ საკუთარ თავს, მოვუფრთხილდეთ ნერვებს. ამის დრო აღარ არის, ჩვენ ხვალიდან ახალ დღის წესრიგზე უნდა ვიმსჯელოთ. სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, შეეგუოს ყველა ადამიანი ამას, ვინც მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ჩვენ მის ინტერესებსაც დავიცავთ და აღარ არის საჭირო ზედმეტი მოძრაობები. თუ ვინმე სადმე რამე დარღვევას დააფიქსირებს, გამოსავალი პროვოკაცია არ არის", - თქვა მდინარაძემ

კომენტარები