წითური კატა, სახელად კაზუ ძალიან საყვარელი, მოუსვენარი, ცნობისმოყვარე და მამაცია. ის ჯერ კიდევ კნუტი იყო, როცა კატის გრიპისგან თვალები დაუზიანდა და სამწუხაროდ, ვეტერინარებმა მისი შენარჩუნება ვერ შეძლეს.
მისი პატრონი, საბრინა ფალენდი ამბობს, რომ ყველა ვინც კაზუს გაიცნობს, აღფრთოვანებულია მისი ქცევებით. საბრინა ამბობს, რომ კატა ძალიან ჭკვიანია.
"დარწმუნებული ვარ, რომ კაზუ გულით ხედავს"- ამბობს ის.
დაათვალიერეთ ამ მშვენიერი კატის ფოტოები და ამაში თქვენც დარწმუნდებით.