შსს

ბოლნისში 7 ძროხის ქურდობისთვის 3 ადამიანი დააკავეს

შსს

შსს-მ ბოლნისში 7 ძროხის ქურდობისთვის 3 ადამიანი დააკავა, მათგან 2 - 1994 წელს დაბადებული ნ.პ. და 1995 წელს დაბადებული შ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში, საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, რომლებიც შემდეგ გაყიდეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე, ქურდობის მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები