ლეგენდარული ჩოგბურთელი, 37 წლის როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობის 1/16 რაუნდში 20 წლის ბერძენ სპორტსმენთან, სტეფანოს ციციფასთან დამარცხდა.
მატჩი დინამიურად წარიმართა. 5 სეტის ანგარიში ასეთია:
6-7 (11-13) 7-6 (7-3) 7-5 7-6 (7-5)
ფედერერმა, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის 6-გზის ჩემპიონია, მხოლოდ მეორედ ვერ შეძლო საუკეთესო 16 ჩოგბურთელს შორის მოხვედრა.
20 წლის ციციპამა კი თქვა, რომ დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანია.
ფედერამდე ავსტრალიის ღია პირველობაზე სტეფანოს ციციპასთან ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი დამარცხდა.
37 წლის როჯერ ფედერერს დიდ სლემის ტურნირი კაცთა შორის ყველაზე მეტჯერ, 20-ჯერ აქვს მოგებული, ფინალში კი 30-ჯერ გავიდა. მათგან ავსტრალიის ღია პირველობა - 6-ჯერ.