აშშ-ის ზოგიერთ შტატში რამდენიმე დღეა რეკორდულად დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება.
მიზეზი არქტიკიდან დაძრული ცივი ჰაერის მასაა, რომელმაც სამხრეთით გადმოინაცვლა. სინოპტიკოსების თქმით ტემპერატურა ორშაბათამდე არ მოიმატებს.
ყინვის და თოვლის გამო საჯარო დაწესებულებებმა, ფოსტამ და ბიზნესების ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა რამდენიმე შტატში. გადაიდო 2,700-მდე ფრენა და შეფერხდა მატარებლების მოძრაობა.
უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება ილინოისის, აიოვას, მინესოტას, ჩრდილოეთ და სამხრეთ დაკოტას, ვისკონსინის, კანზასის, მისურის, მინესოტას და ნებრასკას შტატებში. ზოგიერთ შტატში ტემპერატურის -40 გრადუსამდე დაცემას ვარაუდობენ.
ნახეთ სურათები, რომლებიც ამტკიცებს რომ ამერიკაში ძალიან ცივა.