იტალიელი დიზაინერი და მოდის სახლის "Versace"-ს დამფუძნებელი, ჯანი ვერსაჩე 1946 წელს იტალიის ქალას კალაბრიაში დაიბადა.
ჯანი ვერსაჩე დასთან, დონატელა ვერსაჩესთან და უფროს ძმასთან, სანტო ვერსაჩესთან ერთად იზრდებოდა. მოგვიანებით, სამივე ვერსაჩე მოდის სახლს ჩაუდგა სათავეში.
ვერსაჩეს პირველი მაღაზია 1978 წელს მილანში გაიხსნა, მას შემდეგ იტალიური მოდის სახლი ძალიან პოპულარული გახდა მთელ მსოფლიოში.
ჯანი ვერსაჩე 1997 წელს, მისივე მაიამის ვილასთან ახლოს მოკლეს. მკვლელმა, ენდრიუ კუნანანმა 8 დღეში თავი მოიკლა.
იტალიელი დიზაინერის მაიამის ვილა მისი სიკვდილის შემდეგ საკულტოდ დარჩა - ვილა 1930 წელს არის აშენებული, ჯანი ვერსაჩემ კი ყიდვის შემდეგ მის გადაკეთებაში ათობით მილიონი დოლარი დახარჯა. ვილა განთქმული იყო ცნობილი წვეულელებითა და ისეთი გავლენიანი სტუმრებით, როგორებიც არიან მადონა და პრინცესა დიანა.
ჯანი ვერსაჩეს სიკვდილის შემდეგ დროთა განმავლობაში ვილა რამდენიმე ადამიანმა იყიდა, საბოლოოდ კი 2013 წელს 41.5 მილიონ დოლარად გაიყიდა და სასტუმროდ გაიხსნა.
ნახეთ, როგორ გამოიყურება ჯანი ვერსაჩეს მაიამის ყოფილი ვილა შიგნიდან.