ავსტრალიელი მსახიობის, მარგო რობის კაბას Bafta-ს დაჯილდოებისთვის 690 საათის განმავლობაში აკეთებდნენ.
მარგო რობის ბრიტანული კინოაკადემიის დაჯილდოებაზე შანელის კაბა ეცვა.
კაბის შეკერვასა და სხვადასხვა დეტალის დამაგრებას 690 საათი დაჭირდა, მთლიანობაში კი მასზე 157 000 ძვირფასი ქვა დაიხარჯა - მათ შორის არის მარგალიტები, ვენეციური ოქროს მონეტები.
ფრანგულმა მოდის სახლმა კაბა რამდენიმე კვირის წინ პარიზის მოდის კვირეულზე, ახალ კოლექციაში წარმოადგინა. მარგო რობი პირველი ცნობილი ადამიანია, ვინც შანელის ახალი კოლექციის აღნიშნული კაბა მოირგო.
Bafta-ს დაჯილდოება 10 თებერვალს ჩატარდა.