ქართული ოცნება

ხაინდრავა: მამუკა ხაზარაძის განაცხადმა სასწორზე დააყენა სახელმწიფოს პატიოსნება

მამუკა ხაზარაძემ ძალიან სერიოზული განაცხადი გააკეთა. განაცხადი, რომელმაც სასწორზე დააყენა სახელმწიფოს პატიოსნება. ეს ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე უბრალოდ, პოლიტიკა. რა თქმა უნდა [მეორე მხრივ, ბანკის სანდოობაც], როგორც სასწორს აქვს ორი პინა, ისე.

ძალიან მძიმე ბრალდებაა, მე პასუხიც მოვისმინე, ვითარება არის მძიმე, მაგრამ ძალიან მარტივი...

ფაქტი უნდა დაიდოს, ამ შემთხვევაში ორი ვითარებაა - ან გახარია აღმოჩნდება ძალიან მძიმე მდგომარეობაში და თუ ასეთი წერილი არსებობს, მისი პოლიტიკური კარიერა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. თუ ასეთი წერილი არ არსებობს, მაშინ, მამუკა ხაზარაძის კარიერა, როგორც სერიოზული ბიზნესმენის, დადგება [კითხვის ნიშნის ქვეშ]

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა პირველი არხის გადაცემის, "კვირის ინტერვიუს" ეთერში. პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მუქარის წერილი გაუგზავნა.

კომენტარები