წყალდიდობა ბრაზილიაში

ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში ძლიერი წყალდიდობის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 5 დაიხრჩო, ხოლო დანარჩენები ნანგრევებში მოყვნენ. 

გადაუღებელი წვიმების გამო დაიტბორა სან პაულოს რაიონების ნაწილი და მისი მიმდებარე ტერიტორია. წყლის სიმაღლემ 10 სანტიმეტრს გადააჭარბა.

შეფერხებით მუშაობს რკინიგზა. გადაადგილება შეზღუდულია საავტომობილო გზებზეც. 

სინოპტიკოსების პროგნოზით, უხვი ნალექი კიდევ 2 დღე იქნება. 

კომენტარები