ინსტიტუტი, რომელიც ყოველ წელს ჭამს ხალხის ფულს 25 მილიონი ლარის ოდენობით, ვითომც არაფერი და იღებს სახელმწიფოსგან უამრავ ქონებას, უძრავს, მიწებისა და ფართების სახით და რაში იყენებს ამას, ყველა კარგად ხედავს - ყიდის ყველაფერს დაწყებული ჯვრით და დამთავრებული არყით - ეს ხალხი და ინსტიტუტი, რომ ვიღაცის მერკანტილურ ინტერესებზე საუბრობს, უბრალოდ, სასაცილოა. ოკუპანტთან ჩახუტებულები არიან, მათ შორის, სასულიერო განათლება, თუ ვინმეს რამე განათლება აქვს, მიღებული აქვთ მოსკოვში და ეს ხალხი, ამათ ენა უტრიალებდათ და ჩვენზე ამბობენ, რომ ჩვენ ვართ ანტისახელმწიფოებრივი ძალა?
ჯაფარიძე საპატრიარქოზე: ოკუპანტთან ჩახუტებულები ჩვენ გვეძახიან ანტისახელმწიფოებრივ ძალას
გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საპატრიარქოს მიერ 19 მარტს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. რუსთავი 2-ის ეთერი. საპატრიარქო პარტიის მიერ დაარსებულ რელიგიურ ორგანიზაცია "ბიბლიურ თავისუფლებას" გამოეხმაურა, რომელიც წვევამდელებზე მღვდელმსახურების მოწმობებს გასცემს, რათა მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება შეძლონ. საპატრიარქო თავის განცხადებაში მათ ანტისახელმწიფოებრივ ძალად მოიხსენიებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა "ფსევდორელიგიებმა" თავიანთი "ვიწრო მერკანტილური მიზნებისთვის" ვერ შეძლონ კანონის იმ ნაწილის გამოყენება, რომლის მიხედვითაც მღვდელმსახურს სავალდებულო სამხედრო სამსახურის 1 წლით გადავადება შეუძლია. პარლამენტში საპატრიარქოს ამ სურვილის შესრულებას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ლობირებს.
ამავე თემაზე
- ბრეგაძე: ჯარი პატრიოტ, განათლების მიღებაზე ორიენტირებულ, დაუღალავ მამულიშვილთა ერთობაა
- 22 წლამდე სტუდენტებს რეზერვის 1 კონტრაქტის შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ
- ანა დოლიძე: გირჩი კი არ უქმნის საფრთხეს ქვეყანას, არამედ ის, რომ ჯარი არ გივარგათ
- ღარიბაშვილი გირჩზე: ამ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ჯარის ძლიერებას
- გირჩი: საპატრიარქომ დაადასტურა, რომ სესიაშვილის კანონპროექტის უკან ის დგას