ყველამ კარგად ვიცით, რომ კატა ზარმაცი და ძილისგუდა ცხოველია. მას შეუძლია მთელი დღე ინებივროს ხან დივანზე, ხან საწოლზე, ხანაც მაგიდაზე ან კარადის თავზე. ალბათ, ისიც იცით, რომ კატა ღამის ცხოველია და მაშინ, როცა გგონიათ რომ ცხოველს მშვიდად ძინავს, ის შესაძლოა რამეს აფუჭებს ან სულაც თავზე გადგათ.
ცნობისმოყვარე, ტაილანდელმა კაცმა გადაწყვიტა გაეგო, თუ რას აკეთებს მისი კატა ღამე, როცა პატრონს ძინავს. ამიტომ, მან ოთახში ფარული კამერები დააყენა და შედეგით სასიამოვნოდ გაკვირვებულიც დარჩა.
კატამ ზუსტად იცოდა, თუ სად იყო კამერები დამალული და მას თვალს არ აშორებდა.
კაცი კი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ კატები ძალიან ჭკვიანები, თბილები და მოსიყვარულეები არიან