MMA-ს ირლანდიელმა სპორტსმენის კონორ მაკგრეგორის თქმით, მან თავისი სპორტული კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მაკგრეგორი Twitter-ზე წერს.
"ჰეი ხალხო, სწრაფი განცხადება, გადავწყვიტე წავიდე სპორტის სახეობიდან, რომელსაც შერეული ორთაბრძოლები ეწოდება. ყველა ჩემს კოლეგას ვუსურვებ წარმატებას. ახლა ყოფილ პარტნიორებს შევუერთდები, რომლებმაც კარიერა დაასრულეს," - წერს მაკგრეგორი.
აღსანიშნავია, რომ მაკგრეგორმა წასვლის შესახებ ადრეც დაწერა, თუმცა, რამდენიმე დღეში გადაიფიქრა და ორთაბრძოლებს დაუბრუნდა.