გაიცანით დაიკიჩი და ფუკუჩანი, ორი ძლიერი კატა, რომლებიც საუკეთესო პარტნიორები არიან მოგზაურობისას.
დაისუკე ნაგასავას სამსახურის გამო მოგზაურობა ხშირად უწევდა, ამიტომ გადაწყვიტა, თავისი კატები თან წაეყვანა. დაიკიჩი და ფუკუჩანი ნამდვილად კარგი პარტნიორები აღმოჩნდნენ. ისინი უკვე 8 წელია იაპონიის გარშემო დადიან, მოინახულეს 47 პრეფექტურა.
ნაგასავამ თავგადასავლის ამსახველი ფოტოების ინსტაგრამზე გამოქვეყნება დაიწყო და კატებმა მალევე მოიპოვეს პოპულარობა.
თუმცა კატებს მარტივი ცხოვრება არ ჰქონიათ. პატრონმა დაიკიჩი პარკიდან წამოიყვანა, სადაც მას გადარჩენისთვის სიცივესთან ბრძოლა უწევდა, ხოლო ფუკუჩანი მუყაოს ყუთში მიტოვებული იპოვეს.
დღეს ისინი ცნობილი მოგზაურები არიან, რომლებიც ხალხს უყვარს და მათ თავგადასავლებს დიდი სიამოვნებით ადევნებენ თვალს.