იკერ კასილასმა გულის შეტევის შემდეგ საავადმყოფოში გადაღებული სურათი გამოაქვეყნა.
“აქ ყველაფერი კონტროლდება, ძალიან შემაშინებელი იყო, თუმცა ძალები ხელუხლებელია. დიდი მადლობა ყველას მესიჯებისა და სიყვარულისთვის”, - წერს იკერ კასილასი Facebook-ზე.
დღეს 37 წლის ლეგენდარული მეკარე გულის შეტევის შედეგად პორტოს საავადმყოფოში მოხვდა.