ყველა ის შეფასებები ან შედარებები, რომლებიც იყო მაგალითად, რუსეთის ფედერაცია და სხვა მსგავსი - ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ოკუპანტი - ეს არის რუსეთის ფედერაცია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ სხვა ყველა მეზობელი იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ამაში არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი პოტენციალი და აქ გარკვეული კითხვის ნიშნები კი არა, გაჟღერებული არასწორი განმარტებები არის მაღალი რისკის შემცველი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დავით გარეჯის საკითხი, დარწმუნებული ვარ, რომ საზღვრის დემარკაციის ფარგლებში იქნება ჩვენი სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრული ურთიერთობის სულისკვეთებით გადაწყვეტილი, სადაც იქნება გათვალისწინებული როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ასევე, ეკლესიის ინტერესები.
tbl.ge/3npt
დაკოპირდა
შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში დავით გარეჯზე საუბრობს
ამავე თემაზე
- მეუფე გიორგი: გამყიდველია, ვინც 6 000 მოწამეთა სისხლით მორწყულ გარეჯზე იტყვის, რომ მისი არაა
- დავით გარეჯის კომისიის წევრის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
- სააკაშვილი: დღეს ქართველებს არ უშვებენ დავით გარეჯში, ჩვენ დროს ამას ვერავინ გაბედავდა
- ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯზე: ყველა სადაო საკითხი საქართველოს საზიანოდ იყო გადაწყვეტილი
- პროკურატურა იძიებს შეთანხმდა თუ არა აზერბაიჯანთან საზღვარი საქართველოს საზიანოდ