ყოველ გაზაფხულს ვიზიტორებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ყვავილების ბაღის კარი იღება.
კეუკენჰოფის ბაღი, რომელიც ჰოლანდიის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ლისეში მდებარეობს, 4000 კვარდატულ მეტრზეა გადაჭიმული. აქ ყვავილის 800 სხვადასხვა სახეობაა წარმოდგენილი, დაახლოებით 7 მილიონი ბოლქვი, რომელიც ყოველწლიურად ახლდება.
კეუკენჰოფში ჰოლანდიის ყვავილების ინდუსტრიის აღმოჩენაც არის შესაძლებელი.
კეუკენჰოფის ისტორია ასეთია - მე-17 საუკუნეში ამ ტერიტორიას გრაფინია ჟაკლინ ენოელის მზარეულები ხილის და ბოსტნეულის მოსაყვანად იყენებდნენ. 1641 წელს აქ სასახლე აშენდა, მე-19 საუკუნის შუა წლებში კი ტერიტორია ბაღად გარდაიქმნა. 1949 წლიდან აქ გაზაფხულის ტრადიციული გამოფენა ეწყობა.