მობილური ტელეფონის საჭესთან გამოყენების გამო, ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს - დევიდ ბექჰემ მართვის მოწმობა 6 თვით ჩამოერთვა.
ბრიტანული მედიის ცნობით, ფეხბურთელი 21 ნოემბერს ლონდონის დასავლეთ ნაწილში შენიშნეს, როდესაც იგი საკუთარი ბენტლის მართვისას პარალელურად მობილურ ტელეფონს იყენებდა.
"ნაცვლად იმისა, რომ გზისთვის მიექცია ყურადღება, იგი მობილურში იყურებოდა," - ამბობს მბრალდებელი მეთიუ სპრატი.
ბექჰემის ადვოკატის თქმით, მის კლიენტს აღნიშნული ინციდენტი არ ახსოვს, მაგრამ ბრალს აღიარებს და საკუთარ თავს დამნაშავედ ცნობს.