ჩინეთი

მსოფლიოში პირველად კამერებმა ალბინოსი პანდა დააფიქსირეს

AFP

ჩინეთის ერთ-ერთ ნაკრძალში კამერებმა თეთრი ცხოველი დააფიქსირეს, რომელიც, მიაჩნიათ, რომ ალბინოსი პანდაა. ეს პირველი შემთხვევა იქნება მსოფლიოში, როდესაც კამერებმა ალბინოსი პანდა დააფიქსირეს.

ფოტო აპრილში სიჩუანის პროვინციაში ვოლონის ეროვნულ ნაკრძალშია გადაღებული. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ცხოველის თეთრი შეფერილობა და მოწითალო თვალები სწორედ ალბინიზმითაა გამოწვეული. მათ მიაჩნიათ, რომ პანდა ერთიდან ორ წლამდეა.

ნაკრძალში ახალი კამერების დამონტაჟება იგეგმება, რათა ალბინოს პანდას დააკვირდნენ.

კომენტარები