რუსეთში, მურმანსკის ოლქში, მდინარე უმბაზე ხიდი მოიპარეს.
რუსული გამოცემა Ria-ს ინფორმაციით, შემთხვევა კოაშვას დასახლებასთან მოხდა. ქურდობის შესახებ პოლიციას ახლომდებარე დაბის მცხოვრებლებმა აცნობეს. წინასწარი ინფორმაციით, ხიდი ნაწილებად დაშალეს.
გამოცემა წერს, რომ ამ ადგილას 2007 წლამდე რკინიგზა გადიოდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.