ასეთი ტიპის გამონათვამები არის სრულიად მიუღებელი, როდესაც საქმე ეხება ქალს, მითუმეტეს ჟურნალისტს და როდესაც ეს უკავშირდება მის ჟურნალისტურ საქმიანობას. თუ ვინმეს რამე აზრი არ მოგვწონს და განსხვავებული აზრი გვაქვს, ეს შეგვიძლია ცივილურად გამოვხატოთ, ასეთი ტიპის გამონათქვამები ვფიქრობ, არის განსაკუთრებით ქალების წინააღმდეგ მიმართული და ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში, იმ კულტურაში, სადაც ქალს ოდითგანვე პატივს სცემდნენ და ქალის და დედის კულტი არის გავრცელებული, ასეთი რამ არ მოხდეს და ორმაგად სამარცხვინოა, რომ ამას აკეთებს კაცი და პოლიტიკური ფიგურა.
რუსთავის საკრებულო თავმჯდომარე