ქართველი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი პოლონეთის 2019 წლის მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ხეცურიანმა მიმდინარე ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. ის ჯგუფურ ეტაპზე ყველა მოგებით გადავიდა და ავტომატურად საუკეთესო 16-ში მოხვდა.
ნახევარფინალურ ეტაპზე ხეცურიანი ჩინელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა. პოლონეთის მსოფლიო თასის გათამაშება, ტოკიოს 2020 წლის პარაოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი გახლდათ.
საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრები სამშობლოში 17 ივლისს დაბრუნდება.