საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ტირასპოლის "შერიფს" უმასპინძლა. თბილისელებს პირველი მატჩი სტუმრად 3:0 ჰქონდათ მოგებული და დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე მაინც დიდი გაჭირვებით გავიდნენ.
"შერიფმა" მატჩი აქტიურად დაიწყო და მე-10 წუთისთვის, ანგარიში უკვე 3:0 იყო სტუმრების სასარგებლოდ. მეორე ტაიმში, "საბურთალომ" ერთი ბურთი გაქვითა და ორი მატჩის ჯამში 4:3 მოიგო.
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, "საბურთალოს" მეტოქე ზაგრების "დინამო" იქნება. პირველი მატჩი 20 ივლისს თბილისში ჩატარდება.