სუჯატა სეტია უკვე 5 წელია ოჯახურ ფოტოებს იღებს. მისი თქმით, ყველას ბავშვებთან ან ცოლთან(ქმართან) სურს ფოტოები და არავის უთხოვია მშობლებისთვის ფოტოს გადაღება.
ამიტომაც, სუჯატამ გადაწყვიტა თავად გადაეღო მათთვის.
"ჩემს სამუშაო თვეს ორ ნაწილად ვყოფ. პირველი, ჩემი კიელნტებისთვის, რომლებსაც სტანდარტული სურვილები აქვთ და მეორე, იმ ხანდაზმულ წყვილებს ვუღებ, რომლებიც თავიანთი ხანგრძლივი და გულწრფელი სიყვარულით მაოცებენ",- ამბობს ფოტოგრაფი.