ქობულეთში შუახნის მამაკაცი 3 ბალიანი შტორმისას ზღვაში შევიდა და დაიხრჩო.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი შტორმისას ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა და უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გარდაცვლილი 52 წლის ადგილობრივი მამაკაცია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყავნას გულისხმობს.