განათლების რეფორმის ფარგლებში ჩვენი სტრატეგიის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ტექნოლოგიების განვითარება და ხელოვნური ინტელექტის განათლების კომპონენტად შემოტანა. დღეისათვის დიდი კომპანიები ქართული ენისთვის "ჩაკეტილია" - სწორედ ამიტომ, ხელოვნური ინტელექტის პროექტის განვითარებისთვის დავიწყეთ აქტიური მუშაობა მაიკროსოფტთან. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ქართული ენა ინტეგრირდეს Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საქართველოში განათლების სისტემაში გამოვიყენოთ და დავნერგოთ ხელოვნური ინტელექტი, როგორც ერთერთი მნიშვნელოვანი და ძლიერი პლატფორმა
განათლების სამინისტრო
ბატიაშვილი: გვაქვს მოლაპარაკებები, რომ ქართული ენა ინტეგრირდეს Microsoft-ის AI-ის პლატფორმებზე
tbl.ge/3xeq
დაკოპირდა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და საპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა Microsoft-ის ექსპერტთან განათლების საკითხებში ოლივერ ზოფიჩთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ამავე თემაზე
- ამილახვარი: უმაღლესი განათლების კანონში გაჩნდება ახალი ტერმინი, ონლაინ უნივერსიტეტის ცნება
- მინისტრი: საქართველო ჩამოყალიბდება უმაღლესი განათლების ნამდვილ საგანმანათლებლო ჰაბად
- 1-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისთვის ეროვნული გამოცდის ჩაბარება სავალდებულო არ იქნება
- 3-წლიანი საბაკალავრო და 1-წლიანი სამაგისტრო პროგრამა - რა იცვლება და ვისთვის
- რექტორთა საბჭოზე 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამების შემოღება განიხილეს