სოციალურ ქსელის მომხმარებლმა, გიორგი ყუფარაძემ გაავცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სავარაუდოდ გლდანის გამგეგებლის მოადგილე თანამშრომელზე ფიზიკურად ძალადობს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ტაბულას შსს-ში უხრეს, რომ გამოძიება ძალადობის, სსკ-ის 126-ე მუხლით უკვე დაწყებულია.
"ესე იმართება გლდანის რაიონის გამგეობა. თათბირზე წამოწევ რამე სახის პრობლემას და გამოგიყვანს მოადგილე და ფიზიკურ შეურაცხყოფას მოგაყენებს", - წერს Facebook მომხმარებელი საკუთარ გვერდზე.
აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში 27 აგვისტოს გავრცელდა. როგორც ცნობილია, ვიდეოში ასახული დაპირისპირება 2017 წელს მოხდა.