პარიზის ვოგის სექტემბერის ნომრისთვის, 22 წლის მოდელი ჰეილი ბოლდუინი ფოტოგრაფმა გრეგორი ჰარისმა პრინცესა დიანას სტილში გადაიღო.
დიდი ზომის სვიტერები, მოკლე შორტები, ქუდები და სპორტული ფეხსაცმელები - ჰეილი ბოლდუინს ფოტოსესიის დროს ისეთივე სტილის ტანსაცმელი ეცვა, როგორიც პრინცესა დიანას 1980-იან და 1990-იან წლებში პაპარაცების გადაღებულ სურათებში აცვია.
ფოტოსესიას სხვადასხვა მოდელებისა და სოციალური ქსელების მომხმარებლების მხრიდან კარგი გამოხმაურებები მოყვა.